warmatebebi vusurvot axal admins ele_elles! adminebi be-k...
პარასკევი, 10.05.2024, 08:26
menu

მინი-ჩათი
200

სტატისტიკა

ძებნა

საიტის მეგობრები

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ფორუმის მოდერატორი: tekla, harry-hermione-ron  
maGic worLd » ჰოგვორტსი » საკლასო ოთახები » შხამ-წამლები (დავალება:siyvarulis eleqsiri)
შხამ-წამლები
be-ka(edward)cullenთარიღი: პარასკევი, 15.05.2009, 19:01 | შეტყობინება # 21
ჰოგვორტსის დირექტორი
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 479
რეპუტაცია: 17
სტატუსი: offline
yochag 20 qula
 
HERMIONAთარიღი: პარასკევი, 15.05.2009, 19:27 | შეტყობინება # 22
გრიფინდორის სიკერი, jadosnuri ars. movlis maswi
ჯგუფი: პროფესორი
შეტყობინებები: 170
რეპუტაცია: 7
სტატუსი: offline
gmadlob, didi madloba. smile
 
ele_elleთარიღი: კვირა, 17.05.2009, 10:22 | შეტყობინება # 23
ravenclaw_s xelmdz. da ASTRONOMI!!!
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 131
რეპუტაცია: 9
სტატუსი: offline
davaleba ra gvaaq?
bezoarii raaa
 
teklaთარიღი: კვირა, 17.05.2009, 11:21 | შეტყობინება # 24
შხამების მასწი, სლიზერინის ხელმძღვანელი
ჯგუფი: კლუბის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 246
რეპუტაცია: 8
სტატუსი: offline
davaleba gaqvt zogadad shxamebi biggrin
 
ele_elleთარიღი: სამშაბათი, 19.05.2009, 21:57 | შეტყობინება # 25
ravenclaw_s xelmdz. da ASTRONOMI!!!
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 131
რეპუტაცია: 9
სტატუსი: offline
eee aqac kacooo
 
ele_elleთარიღი: სამშაბათი, 19.05.2009, 21:58 | შეტყობინება # 26
ravenclaw_s xelmdz. da ASTRONOMI!!!
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 131
რეპუტაცია: 9
სტატუსი: offline
შხამიანი მორიელები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: ობობასნაირები
რიგი: მორიელები

ლათინური სახელი
Scorpiones

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში ITIS 82713
NCBI 6855

მორიელები (Scorpiones), უხერხემლო ცხოველების რიგი ობობასნაირთა კლასისა. აქედან გამომდინარე, მათ ენათესავებიან ობობები და ტკიპები. ოდიდგანვე საშიშნი იყვნენ ადამიანებისთვის.

ცნობილია მორიელების 1500-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ძირითადად ტროპიკებში ან სხვა თბილ ადგილებში ბინადრობენ. ყველაზე დიდი მორიელი გვინეაში გავრცელებული ე. წ. "იმპერატორი", რომლის სიგრძე 180 მმ-ს აღწევს. უმცირესი მორიელის სიგრძე 13 მმ. მორიელები, ობობები და მათი მონათესავე ცხოველები მიეკუთვნებიან არაქნიდების კლასს და ერთიანდებიან ცხოველთა რიგში. არაქნიდების სხეული ორი ნაწილისაგან შედგება: თავ-მკერდისა (cephalothorax) და მუცლისაგან. მორიელის შემთხვევაში სხეულის ძირითადი ნაწილი უჭირავს თავ-მკერდს, მუცელი კი, სხვა არაქნიდებისაგან განსხვავებით, დანაწევრებულია და ასევე გადადის დანაწევრებულ კუდში, რომელიც საოცრად მოქნილია და შეუძლია მოკეცვა მთელი სხეულის გასწვრივ. კუდის ბოლოზე მორიელს გააჩნია შხამიანი ჯირკვალი და ნესტარი, რომელსაც ცხოველი იყენებს თავდაცვისა და თავდასხმის დროს.

 
ele_elleთარიღი: სამშაბათი, 19.05.2009, 21:59 | შეტყობინება # 27
ravenclaw_s xelmdz. da ASTRONOMI!!!
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 131
რეპუტაცია: 9
სტატუსი: offline
3. ფუტკრის შხამი

ფუტკრის შხამს რთული ქიმიური შედგენილობა აქვს. ის შეიცავს ცილებს (მათ შორის ბევრია ფერმენტები), პეპტიდებს, ბიოგენურ ამინებს (ჰისტამინს, დოფამინს, ნორადრენალინს), აცეტილქოლინს, ლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს, შაქრებს, მჟავებს და სხვა ნივთიერებებს. ის აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცირე დოზებით ფუტკრის შხამი იწვევს სისხლის წნევის დაწევას.
--------------------------------------------
ეუფ რა ჩამოთვლის ამდენ შხამიან მცენარეს .არის შხამიანი მცენარეები რომელცის ადამიანს რომ მოხვდეს მისი სითხე არაფერი ხდება და არის მცენარეები რომელიც შეიძლება ადამიანი მოკლას ყველამ იცით რომ სოკო ბევრი შხამიანია კაკტუსების ოჯახიდან უმრავლესობა შხაიანია .თუმცა თვითონ კაკტუსის ეკალიც კი შხამიანია .რომ შეგერჭოპა კანში და მერე გექავება აჰა ეგა შხამი გიშვება მამგრამ იმდენად სუსტია რომ ვერას გვაკლებს არის ხორცი ჭამია მცენარეებიც ისნიც შხამიანია მოკლედ ნელა ნელა იმედია რომ დავწერთ აქ .
კიდევ არის ძაღლყურზენა ეგეც შხამიანია
მეტი არ მახსენდება
და შეიძლენა ბევრიც არის
---------------------------------------------
ყვითელი ყვავილია ბუჩქად იზრდება და აიის არის შხამიანი.
არის კუსტბის მიდამოებში და აქვს ძალინ კარგი სუნი
თუმცა ზოგისათვის ვისაც ალერგიაა აქვს
იმისათვის ყველა შხამიანია

 
teklaთარიღი: სამშაბათი, 19.05.2009, 22:19 | შეტყობინება # 28
შხამების მასწი, სლიზერინის ხელმძღვანელი
ჯგუფი: კლუბის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 246
რეპუტაცია: 8
სტატუსი: offline
30 qula
 
ele_elleთარიღი: ოთხშაბათი, 20.05.2009, 12:41 | შეტყობინება # 29
ravenclaw_s xelmdz. da ASTRONOMI!!!
ჯგუფი: ჰოგვორტსის დირექტორი
შეტყობინებები: 131
რეპუტაცია: 9
სტატუსი: offline
gmaaaaadlobt
 
the_dark_lordთარიღი: კვირა, 14.06.2009, 13:04 | შეტყობინება # 30
მეხუთეკურსელი
ჯგუფი: სლიზერინი
შეტყობინებები: 90
რეპუტაცია: 12
სტატუსი: offline
aba raaa?????????????? tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue tongue

LORD RIDDLE
 
nika12თარიღი: კვირა, 12.07.2009, 22:59 | შეტყობინება # 31
მეორეკურსელი
ჯგუფი: გრიფინდორი
შეტყობინებები: 29
რეპუტაცია: 4
სტატუსი: offline
გველის შხამი
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გველის შხამი არის რთული კომპლექსი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების: ფერმენტების, ძირითადად ჰიდროლაზა, ტოქსიკური პოლიპეპტიდები, ნეირო ტოქსინები, სპეციფიკური ცილები და არაორგანული კომპონენტები.

სექციების სია [დამალვა]
1 შხამიანი აპარატის აგებულება
2 მოქმედება
3 მკურნალობა
4 პ.ს.დ
5 უსაფრთხოების წესები
6 გველის შხამი მედიცინაში
7 ლიტერატურა

შხამიანი აპარატის აგებულება [რედაქტირება]

გველების შხამიანი აპარატი, 1- ანკარასებრნი, 2 - ასპიტისებრნი, 3 - გველგესლასებრნი.ევოლუციის პროცესში, გველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდა განსაკუთრებული ცვლილებები, რაც საშუალებას აძლევთ მათ გადაყლაპონ დიდი ზომის ნადავლი: ჩამოყალიბდა შხამიანი აპარატი, რაც განაპირობებს მსხვერპლის დადამბლავებას (მოძრაობის უნარის დაკარგვას). ქვედა ყბა ზედა ყბას შეიძლება დაშორდეს 90 გრადუსიანი კუთხით (მაქს. 150 გრადუსი), ამის გარდა არსებობს სპეციალურ კავშირები, რაც საშუალებას აძლევს გველს ყბის თითოეული ნაწილი დააშოროს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ შეუძლია მას საკუთარ თავის ქალაზე გაცილებით დიდი და მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. გველის ნერწყვის შხამიანობა განპირობებულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სიჭარბით. ევოლუციის პროცესში, ზედა ყბის სანერწყვე ჯირკვლებმა დაიწყეს შხამის სეკრეტის (ნერწყვის) გამოყოფა. ზოგიერთი კბილი, რომელიც მდებარეობდა ზედა ყბის უკანა, ან წინა ნაწილში გაიზარდა. მის წინა ზედაპირზე (წვერზე) გაჩნდა ხვრელი, საიდანაც გამოიყოფა შხამი. შხამიანი ჯირკვლები მოთავსებულია ზედა ყბაზე, თვალის უკან. შხამიან კბილს შეუძლია მოძრაობა 90 გრადუსიანი კუთხით. პირის დახურვისას შხამიანი ეშვები არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გახსნისას - ვერტიკალურ. პირის გაღების დროს ყბის კუნთები იკუმშება, აწვება შხამიან ჯირკვლებს, საიდანაც შხამი სპეციალური არხით გადადის შხამიან ეშვებში, იქიდან კი - მსხვერპლის სხეულში.

მოქმედება [რედაქტირება]
ზოგიერთი გველის შხამის მოქმედება, ნეირო ტოქსინების შემცველობის გამო, იწვევს ჩონჩხისა და სასუნთქი კუნთების დამბლას და ორგანიზმი იღუპება სუნთქვის გაჩერების გამო. ზოგიერთი გველის შხამი კი იწვევს ჰემორაგიული შეშუპების განვითარებას, სისხლის შედედებას, ჰემოლიზს (სისხლის წითელი ბურთულების დაშლა), წნევის დავარდნას, შეშუპებას და ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

მკურნალობა [რედაქტირება]
მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, ანუ სეროთერაპია. არსებობს შრატი — ანტიგიურზა, ანტიკობრა და სხვ.

პ.ს.დ [რედაქტირება]
გველისგან დაკბენილი ადამიანი უნდა დავაწვინოთ ჩრდილში, თავი უნდა იყოს სხეულზე ქვემოთ, რათა არ მოხდეს ტვინის სისხლით მომარაგების მოშლა. მოვახდინოთ ნაკბენიდან შხამის გამოწოვა 5-7 წთ. განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს დაახლ. 40% შხამი გამოვწოვოთ ნაკბენიდან. (თუ ნაკბენი მაგ. ხელზეა ეს პროცესი შეიძლება თავად ავადმყოფმა გააკეთოს). ნერწყვი გადმოვაფურთხოთ, პირი გამოვირეცხოთ მარგანცოვკიანი წყლით. თუ პირის ღრუში დაზიანებაა, გამოწოვა არ შეიძლება. თუ დაიწყო შეშუპება ნაკბენთან ახლოს, გამოწოვას აზრი არ აქვს. ნაკბენ კიდურს უნდა მივცეთ უძრავი მდგომარეობა. არ შეიძლება მომჭერის დადება, ნაკბენის გაჭრა ან დასერვა, რადგან წარმოიქმნება ძნელადშესახორცებელი წყლულები და ვითარდება მეორადი ინფექციები. ავადმყოფს სჭირდება სიმშვიდე, დიდი რაოდენობით სითხის მიღება (მაგარი ჩაი ან ყავა). არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება. ამის შემდგომ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს შხამსაწინააღმდეგი შრატი.

უსაფრთხოების წესები [რედაქტირება]
1.არ მიუახლოვდეთ გველებს.
2.იხმარეთ მაღალყელიანი ფეხსაცმელი იმ ადგილას, სადაც გველები ბინადრობენ.
3.მოერიდეთ ხშირ ბალახიან ადგილებსა და თხრილებს.
4.ღამით ისარგებლეთ ფანარით. გაითვალისწინეთ, რომ გველები აქტიურები არიან თბილ ღამეებში.
5.ებრძოლეთ მღრღნელებს, რომლებიც ჩვენს ახლოს ბინადრობენ, რადგან ისინი გველების საყვარელ საკვებს წარმოადგენენ.
6.ერიდეთ ღამის გათევას ფუღუროიან ხეებთან, გამოქვაბულებში, დამპალ კუნძებთან...
7.თუ გამოიღვიძებთ და თქვენს საწოლში დაინახავთ გველს შეეცადეთ არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და დაუცადეთ როდის წავა იგი.

გველის შხამი მედიცინაში [რედაქტირება]
გველის შხამი მედიცინაში გამოიყენება სამკურნალოდ და შხამსაწინააღმდეგო პრეპარატების დასამზადებლად, აგრეთვე სამეცნიერო კვლევებისათვის. მოთხოვნა შხამზე დიდია, მაგრამ მოპოვება — რთული. გველებს უმრავლესობა ძნელად ეგუებია ტყვეობას და ცოცხლობენ საშუალოდ 1 წელი მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ პირობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-15 წელი და მეტია. შხამის რაოდენობა, რომელიც მიიღება ერთი გველიდან, დამოკიდებულია გველის ზომაზე, სახეობაზე, წელიწადის დროზე, აღების სიხშირეზსა და შხამის მიღების მეთოდზე, მაგალითად ელექტროსტიმულაციით 142 სმ. გიურზადან მიიღება 2570 მგ. შხამი, 67 სმ. სიგრძის ჩვეულებრივი გველგესლა იძლევა 31 მგ.-ს, ხოლო 141 სმ. სიგრძის კობრა — 2321 მგ.-ს.

დამატებულია (12.07.2009, 22:56)
---------------------------------------------
თითქმის ყველა ობობას აქვს შხამიანი ჯირკვალი, თუმცა ობობების მხოლოდ 3%-ია საშიში ადამიანისათვის. ხელიცერის საფუძველში ობობას აქვს ორი ტომრისებრი შხამიანი ჯირკვალი, რომელიც დაკავშირებულია მარწუხებთან სადინარით.

ობობას შხამი ცხოველებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თუ ერთ მადგანს შხამი კლავს, მეორეს არაფერს ვნებს. ასეთი ეფექტი ყოველთვის არ არის დამოკიდებული ცხოველის ზომაზე. მაგალითად ობობა შავი ქვრივი საჭიროებს 160-ჯერ მეტ შხამს ბაყაყის მოსაკლავად, ვიდრე ბევრად დიდ წიწილას შემთხვევაში. ზოგჯერ ერთი და იმავე ჯიშის ცხოველზე შხამი სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ობობის შხამი ორნაირია - ნეიროტოქსიკური და ჰემოლიტიკური. ნეიროტოქსიკური შხამი ყველაზე მომაკვდინებელია და მოქმედებს პირდაპირ მსხვერპლის ნერვულ სისტემაზე.

დამატებულია (12.07.2009, 22:56)
---------------------------------------------
საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახვრეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს შამოუვარდება.

დამატებულია (12.07.2009, 22:57)
---------------------------------------------
შხამს გააჩნია ნეიროტოქსიური მოქმედება. ვითარდება სისუსტე, პირღებინება, კრუნჩხვები, თვალთ დაბნელება და სასუნთქი სისტემის დამბლა. თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევები ბევრი არაა. ზოგიერთ სახეობას ძალზედ სუსტი შხამი აქვს. ტოქსიურობით ზღვის გველები რამდენჯერმე აღემატებიან ხმელეთის ყველაზე შხამიან გველებს. კბენის დროს მსხვერპლის ორგანიზმში შეჰყავთ 1-20 მილიგრამი შხამი.

დამატებულია (12.07.2009, 22:57)
---------------------------------------------
ობობა სახლდება სტეპებში, ადამიანებთან ახლოს - სარდაფებში, საპირფარეშოებში. ზაფხულში დედალი ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად ორჯერ მოგზაურობს, თანაც ღამით. ამ დროს იგი შეიძლება ადამიანის ბინაში და უფრო მეტიც, საწოლშიც კი შეძვრეს. თუ ადამიანი კარაკურტს შიშველ ფეხს დააბიჯებს, ან საწოლში სხეულით შეეხება, აგრესიული ობობა მას უკბენს. კბენა განსაკუთვრებით მტკივნეული არაა, თუმცა მალე ტკივილი საგრძნობი ხდება მთელს სხეულში, განსაკუთვრებით კი წელსა და ფეხებში, შემდგომ დაკბენილი გრძნობას კარგავს და ზოგჯერ კვდება კიდეც. დაკბენილი ადამიანი ჩვეულებრივ 2-3 კვირის შემდგომ იწყებს გამოჯანმრთელებას. კარაკურტის კბენით ხშირად იხოცებიან აქლემები და ცხენები. სამაგიეროდ, ღორებს და ცხვრებს მისი კბენა ვერ ვნებთ, ამიტომ ცხვრის ფარები და ღორის კოლტები ხშირად გაყავთ საძოვრებზე, რათა კარაკურტების ბუდეები გათელონ. ობობას ყბები ბოლოვდება მოძრავი ბრჭყალებით, რომელთა წვეროებშიც შხამიანი ჯირკვლების სადინარები იხსნება. შხამის შემადგენლობაში შედის ნეიროტოქსინები და ფერმენტები. მათი ნაკბენისადმი ძლიერ მგრძნობიარეა მღრღნელები, ცხენები, აქლემები, ხარი. ნაკლებად მგრძნობიარეა ზღარბი, ძაღლი, ღამურა, რეპტილიები, ცხვარი და ღორი.

დამატებულია (12.07.2009, 22:58)
---------------------------------------------
მორიელზე თავდასხმის შემთხვევაში,მისი კუდი იკეცება მთლიანი სხეულის გასწვრივ და ნესთრის საშუალებით თავს ესხმის მტერს.მორიელის შხამის ორი ძირითადი ტიპი არსებობს.პირველი ტიპის შხამს შეუძლია პარალიზება გაუკეთოს ან მოკლას უხერხემლო ცხოველი,ადამიანისთვის მას არანაირი საფრთხე არ მოაქვს ისევე,როგორც ბზიკის ნაკბენს,თუმცა ძალიან მტკივნეულია.მეორე ტიპის შხამი სასიკვდილოა.იგი პარალიზებას უკეთებს გულის ნერვებს და გულ-მკერდის კუნთებს.ასეთი ტიპის შხამი გააჩნია რამდენიმე სახეობის მორიელს.მას შეუძლია შვიდ წუთში მოკლას ძაღლი,რამდენიმე საათში კი-ადამიანი,ამ შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.მორიელის მსხვერპლს შეიძლება გაუკეთდეს ანტივენინი(ანტივირუსი),რაც ხშირ შემთხვევაში იძლევა გადარჩენის შანსს.მართალია,მორიელები ცხელ კლიმატურ პირობებში ბინადრობენ,მაგრამ მათი ნახვა შეიძლება ყველგან,გრენლანდიის,ანტარქტიკის და ახალი ზელანდიის გარდა.ევროპაში გავრცელებულები არიან გერმანიამდე,ბრიტანულ კუნძულებზე კი ვხვდებით მორიელის ისეთ სახეობას,როგორიცაა Euscorpius flavicuadis,რომელიც ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

დამატებულია (12.07.2009, 22:59)
---------------------------------------------
მიუხედავად იმისა, რომ ანკარების უმეტესობა უშხამოა, ეს არ შეიძლება გავიგოთ იმგვარად, რომ ისინი სრულებით არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანისათვის. სინამდვილეში უმეტესობის შხამი და ნერწყვი ტოქსიურია: იწვევს მსხვერპლის პარალიზევას და სიკვდილს. ცნობილია არა ერთი შემთხვევა, როცა ამ ოჯახის წარმომადგენლის ნაკბენს ადამიანში გამოუწვევია როგორც ძლიერი მოწამლის ნიშნები, ასევე სიკვდილიც. განსაკუთრებული ტოქსიურობითა და შხამის სიძლიერით გამოირჩევიან აფრიკული გვარები: Dispholidus და Thelotornis.

 
teklaთარიღი: პარასკევი, 11.12.2009, 23:57 | შეტყობინება # 32
შხამების მასწი, სლიზერინის ხელმძღვანელი
ჯგუფი: კლუბის ხელმძღვანელი
შეტყობინებები: 246
რეპუტაცია: 8
სტატუსი: offline
50 qula biggrin
 
Luna_LoveGoodთარიღი: სამშაბათი, 15.06.2010, 00:01 | შეტყობინება # 33
პირველკურსელი
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინებები: 9
რეპუტაცია: 0
სტატუსი: offline
კრაზანა მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებისა და ბუჩქბალახების გვარია კრაზანასებრთა ოჯახისა. 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში და აგრეთვე ტროპიკების მთებში. საქართველოში 19 სახეობაა. ჩვეულებრივი კრაზანა (Hypericum perforatum) ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ვარიდან ალპურ სარტყლამდე. მის მიწისზედა ნაწილებს ახმობენ და ნაყენს ამზადებენ (შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ეთერზეთებს), რომელსაც იყენებენ მედიცინაში. მისგანვეა მიღებული ანტიბიოტიკი ნოვოიმანინი. კრაზანას ზოგი სახეობა შხამიანია ცხვრისა და ცხენისათვის.

:P
 
maGic worLd » ჰოგვორტსი » საკლასო ოთახები » შხამ-წამლები (დავალება:siyvarulis eleqsiri)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:


Glitter Text @ Glitterfy.com

Glitter Text @ Glitterfy.combackground:#004666;">Copyright MyCorp © 2024

Glitter Text @ Glitterfy.com